Thursday, June 6, 2013

სასწავლო პროექტი
პროექტის სახელწოდება ,,წარსულის უტყვი მემატიანე ..’’
პროექტის მთავარი იდეა;შეისწავლონ ფოთის კოშკის ისტორია,მისი ისტორიულ- არტიტექტურული დანიშნულება.
პროექტის მიზნები;1ამომწურავი ინფორმაციის მოპოვება ფოთის კოშკის ისტორიის შესახებ;
2პროექტით ახალგაზრდების      და ფოთის [არა მარტო ფოთის] საზოგადოების ფართო
    წრის დაინტერესება
3პრობლემის ორიგინალურად გადაჭრის გზების წარმოჩენა
4მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე სხვადასხვა დისციპლინებში[ ისტორია, გეოგრაფია,
ეთნოგრაფია,] მიღებული ცოდნის ინტეგრირება]
პროექტის მოსალოდნელი შედეგები;
1კვლევა-ძიების უნარის გამომუშავება
2პარტნიორობისა და საკუთარი აზრის წარმოჩინებისა და დაცვის უნარის გამომუშავება;
3საარქივო მასალებზე, სამუზეუმო ექსპონატებზე, სამეცნიერო ლიტერატურასა და პრესის
მასალებზე მუშაობის უნარის განვითარება.
4ფოთის კოშკის , როგორც ისტორიული ძეგლის სტატუსის აღდგენა და მისი ჩართვა
ტურისტულ მარშრუტში
პროექტის მონაწილეთა ასაკი
X-XI კლასის მოსწავლეები
ხანგრძლივობა-ერთი თვე
პროექტის რესურსები-1ფოთის გიორგი ჩიტაიას სახელობის კოლხური კულტურისა და
მუზეუმის მასალები
2ქალაქის არქიტექტურის სამსახურის მასალები
3ინტერნეტში მოძიებული მასალები
4ა.აფშილავა-;მოვდივარ ფაზისიდან’’
5ა, მიქავა-ფოთი[ მოკლე ნარკვევი]
6მ. პაჭკორია- ფოთის წარსულიდან
სასწავლო საგნებთან კავშირი-შეჯერება და გამოყენება სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებში მიღებული ცოდნისა[ისტორია,გეოგრაფია,ლიტერატურა,ეთნოგრაფია]
პროექტის მსვლელობა
მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად და თითოეული ჯგუფი მოიძიებს მასალებს ფოთის კოშკის ისტორიის შესახებ,კოშკისა რომლის შესახებაც საკმაოდ მრავალი უცხოელი მოგზაური თუ ადგილობრივი ისტორიკოსი გვაწვდის ცნობებს .ესენია; ვახუშტი ბატონიშვილი,დ.დადიანი,არქანჯელო ლამბერტი, ჟან-შარდენი, დიუბუა დე მონპერე და სხვები.კ  კოშკი დგას ქალაქის ცენტრალური პარკის დასავლეთით ღვთიმშობლის შობის ტაძრის მთავარ შესასვლელთანდა იგი ცნობილია ასევე როგორც  ,,ნიკო ნიკოლაძის კოშკი’’,
რადგანაც ამ კოშკში ცხოვრობდა დიდი ნიკო 1894-1912 წლებში....
პროექტის მნიშვნელობა
ჩვენს მიერ ამ საკითხით დაინტერესება მიმართულია იქითკენ, რომ ფოთელი ახალგაზრდებიდაინტერესდნენ ჩვენი ქალაქის ისტორიით, მისი კულტურული ძეგლებით,გაუჩნდეთ პატივისცემისა და მოწიწების გრძნობა წარსულის უტყვი მოწმის მიმართ და ახსოვდეთ,რომ ეს კოშკიც უტყვი მემატიანეა არა მარტო ქალაქის აღმშენებლობისა,არამედ იმ მწარე წარსულისაც, ჩვენს ქალაქზე რომ გადაუვლია.
პროექტის ფასილიტატორი: ნანული სანიკიძე

ფასილიტატორის ელ.ფოსტა: nanulisanikidze@ gmail.com